ამაღლება

ამაღლება  _  ვინც ან რაც აამაღლეს ან ამაღლდა‚ მაღალი გახდა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი,ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories

ამაღელვებელი

ამაღელვებელი  _   ის, რაც აფორიაქებს, აშფოთებს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე, ცერი და საჩვენებელი თითები კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელები ერთმანეთს ამ თითების წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება სინქრონული განმეორებადი განსვლითი და დაახლოებითი მიმართულების მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ამაღამ

ამაღამ   _  ამ ღამეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ღამე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილი თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე. … Read more

Categories

ამასობაში

ამასობაში  _   ამ დროს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ მარჯვენა ხელისგული მარცხნივაა მიმართული ფართოდ გაშლილი თითებით, ცერი ეხება ნიკაპს, თითები მონაცვლეობით ირხევა განმეორებადი მოძრაობით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და … Read more

Categories

ამაო

ამაო  _  უნაყოფო, ფუჭი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული მუშტად შეკრული თითებით. ხელი რკალური ტრაექტორიით ზევით მიემართება და ეხება სხეულს.  ჟესტი  სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ამანათი

ამანათი  _ შეკრული საფოსტო გზავნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფოსტა“ _ მარჯვენა ხელისგული სხეულისკენაა მიმართული, ხელი მაჯაში მოხრილია და თითები ქვევითაა დაშვებული, საჩვენებელი და შუა თითები ფალანგებშია მოხრილი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, მარჯვენა ხელი რამდენჯერმე ეხება გაშლილი თითებით ზევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაგზავნა“ … Read more

Categories

ამაზრზენი

ამაზრზენი _  შემზარავი‚ საზარელი‚ შემაძრწუნებელი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული, ცერები ეხება მოხრილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით, მომდევნო ფაზაში ორივე ხელზე გაშლილი და ზევით აღმართულია შუა თითი, საჩვენებელი და არათითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.    

Categories

ამაზე

ამაზე _  აგრეთვე ამის შესახებ‚ სწორედ ამის შესახებ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“ _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესახებ“ _  წინ მიმართულია ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი, წრიული … Read more

Categories

ამავე

ამავე _  აგრეთვე ამ‚ სწორედ ამ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ეს“/ „ამ“  _ ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „იგივე“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება … Read more

Categories

ამაგი

ამაგი   _  ვინმეზე გაწეული შრომა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, ორფაზიანი ჟესტი, მარჯვენა ხელისგული წრიულად მოხრილი თითებით სხეულისკენაა მიმართული და ზემოდან ადევს გაშლილი თითებით ქვევით მიმართულ მარცხენა ხელისგულს, მარჯვენა ხელი სხეულისკენ მოძრაობს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.    

Categories

ალხანა, ალხანა-ჩალხანა

ალხანა, ალხანა-ჩალხანა  _   შესაფერისი ერთი როგორიცაა‚ ისეთივეა მეორეც   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორივე“  _  ხელისგული წინაა მიმართული, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “შესაფერისი“  _  ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ … Read more

Categories

ალყა

ალყა  _   წრიული გარემოცვა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტებად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით, ერთმანეთთან ახლოს მიტანილია ხელები, ორივე ხელით სრულდება მოძრაობა რკალური ტრაექტორიით და წრე იხაზება.  ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ალფაბეტი

ალფაბეტი  _   ამა თუ იმ დამწერლობაში გამოყენებული, გარკვეული თანმიმდევრობით დალაგებული ასოების ერთობლიობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული, მომდევნო ფაზაში  თითები იშლება და განმეორებადი მოძრაობით ირხევა (მითითებაა დაქტილებზე), ხელი მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ალუჩა

ალუჩა   _   მწვანე ფერის მომჟავო-მოტკბო ხილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანე“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სახისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და მარცხნიდან მარჯვნივ განმეორებადი მოძრაობით ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ფორმა (ალუჩის) _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი … Read more

Categories

ალუმინი

ალუმინი  _   ჭედადი, მსუბუქი ლითონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრეკადი“  _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მუშტად … Read more

Categories