ალხანა, ალხანა-ჩალხანა _ შესაფერისი ერთი როგორიცაა‚ ისეთივეა მეორეც
სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორივე“ _ ხელისგული წინაა მიმართული, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი “შესაფერისი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ერთმანეთის მიმართულებით; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ალბათ“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.