ალუმინი

alumini

ალუმინი  _   ჭედადი, მსუბუქი ლითონი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რკინა“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები  შეკრულია მუშტებად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრეკადი“  _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, მუშტად შეკრულია ხელები, ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.