ალუჩა

aluCa

ალუჩა   _   მწვანე ფერის მომჟავო-მოტკბო ხილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწვანე“ _ მარჯვენა ხელისგული მიმართულია სახისკენ, თითები მუშტადაა შეკრული, საჩვენებელი თითი გაშლილია და მარცხნიდან მარჯვნივ განმეორებადი მოძრაობით ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ფორმა (ალუჩის) _ ცერი და საჩვენებელი თითი კრავს წრეს, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელისგული წინაა მიმართული. ჟესტი სრულდება სახისა და მხრების დონეზე.