მზადება

მზადება  – რისამე შესასრულებლად წინასწარი სამუშაოების ჩატარება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება სინქრონული, განმეორებადი  მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხუთე

მეხუთე  – რიგით ხუთი   ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხსიერება

მეხსიერება  –  ცნობიერებაში შთაბეჭდილებათა აღბეჭდვისა და მათი აღდგენის, რეპროდუქციის უნარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ – ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამახსოვრება“ – მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის … Read more

Categories

მეხი

მეხი  –   ატმოსფერული ელექტრობის განმუხტვა დედამიწაზე   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ტეხილი კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით, წინ და ქვევით მიმართულია საჩვენებელი თითი, სრულდება მოძრაობა წინ და ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეხანძრე

მეხანძრე  – სახანძრო რაზმში მომუშავე, ხანძრის მქრობელი   ორნაწილიანი ჟესტი პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალი“ / „ცეცხლი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ-მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მეცხრე

მეცხრე –    რიგით ცხრა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ცხრა“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული და გაშლილი ოთხი თითით ეხება მარცხენა ხელისგულს, ცერი ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – წინ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

მეცამეტე

მეცამეტე  –   რიგით ცამეტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცამეტი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მომდევნო ფაზაში იშლება ცერი, შუა და საჩვენებელი თითები; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

მეცნიერი

მეცნიერი    –    მეცნიერების ამა თუ იმ დარგის სპეციალისტი, მკვლევარი           ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარცხნივ, გაშლილი და ქვედა ფალანგებში მოხრილია თითები, გაშლილი ცერი ეხება შუბლს. ჟესტი სრულდება სახის დონეზე.  

Categories

მეჩვიდმეტე

  მეჩვიდმეტე  – რიგით ჩვიდმეტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ შვიდი“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ და მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ხელი მარცხნივ მოძრაობს, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა ხელისგულს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგობითობა“ – … Read more

Categories

მექრთამე

მექრთამე   –  ქრთამის ამღები   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ქრთამი“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მარჯვენა ხელი მარცხნივ გადაადგილდება და ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული … Read more

Categories

მეფუტკრეობა

მეფუტკრეობა  –  ფუტკრის მოვლა-მოშენება   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „გამოცდილება“  – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელ თითს და ხელი ეხება სახეს ტუჩის კუთხესთან, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრინველი“ – იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories

მეფრინველეობა

მეფრინველეობა  –  სოფლის მეურნეობის დარგი, შინაური ფრინველის მოვლა-მოშენება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრინველი“  – იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა … Read more

Categories

მეფე

მეფე  –   სახელმწიფოს ერთპიროვნული, მემკვიდრეობითი მეთაური მონარქიული წყობილების დროს, ხელმწიფე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია „ბ“ დაქტილით გამოსახული ფორმა –მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება შუბლს და ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი სიტყვა-ჟესტი „ბატონი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

მეუღლე

მეუღლე   – ცოლი – ქმრისათვის, ქმარი  – ცოლისათვის   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, სხეულისკენ მიმართულია ოდნავ ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, მარჯვენა ცერი და საჩვენებელი თითები ეხება მარცხენა არათითს და სრულდება მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეტსახელი

მეტსახელი  –   ზედმეტი, შერქმეული სახელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზევიდან ადევს მარცხენა ხელისგულს, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით ზევით განთავსებულია მარჯვენა ხელისგული, ხელი ეშვება ქვევით და ეხება გაშლილი თითებით ზევით  მიმართულ მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories