მეტრო

მეტრო   მიწისქვეშა ტრანსპორტი, მეტროპოლიტენი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და ქვევით, მარცხენა ხელის ქვეშ გავლით ზევით ამოდის ხელი. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

მეტრი

მეტრი  –  სიგრძის საზომი ერთეული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ქვევით მიმართულია ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი მარცხნივ მოძრაობს მარცხენა ხელის გასწვრივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მეტისმეტი

მეტისმეტი  –  ზომაზე მეტი, ნამეტანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით  სიქნრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით, მოძრაობა მეორდება უფრო ფართო ამპლიტუდით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეტიჩარა

მეტიჩარა –  არამკითხე; სხვის საქმეში ჩამრევი, საკუთარი თავის გამოჩენის მოყვარული, მატრაკვეცა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები,   საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მეტიჩარა

მეტიჩარა  – არამკითხე, სხვის საქმეში ჩამრევი, მატრაკვეცა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, მონაცვლეობითი მოძრაობა  ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მეტი

მეტი –   შედარებით ბევრი, უფრო ბევრი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად  სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მესერი

მესერი  –   მიჯრით ჩასობილი სარების ღობე   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელის თითები ეხება მარცხენა ხელის თითების ზურგს, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მესაქონლე

მესაქონლე  – ვინც მესაქონლეობას მისდევს ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ – წინ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები ცერებით ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეთვალყურე“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი … Read more

Categories

მესაკუთრე

მესაკუთრე  – საკუთრების მფლობელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კერძო“  – ქვევით მიმართულია მკერდს ქვევით სხეულზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით რკალური ტრაექტორიით, ხელი ისევ ეხება სხეულს და ბოლო ფაზაში ხელისგული იმავე კონფიგურაციით ზევითაა მიმართული: ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კუთვნილი“ / „კუთვნილება“ – … Read more

Categories

მესაზღვრე

მესაზღვრე  –  საზღვრის მცველი ჯარისკაცი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საზღვარი“ –  ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის წინ განთავსებულია წინ მიმართული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებულია ცერი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“  – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი … Read more

Categories

მერხი

მერხი –  დახრილზედაპირიანი მოგრძო სასკოლო მაგიდა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, პანტომიმური ფორმა – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მერჯვენა ხელი სიგრძივ ადევს მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი … Read more

Categories

მერცხალი

მერცხალი – მცირე ზომის კუდმაკრატელა ფრინველი თეთრი გულით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა მაჯის ქვეშ განთავსებული მარცხენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, წინ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მერვე

მერვე  –  რიგით რვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი ასიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „რვა“ –  წინ მიმართულია მარცხენა ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია ცერი, საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი გაშლილი თითებით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რიგითობა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

მერე

მერე   – შემდეგ, მერმე   ერთხელიანი, მრავალფაზიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს ეხება წვერებით, დანარჩენი თითები თავისუფალ მდგომარეობაშია, ნიკაპზე შეხებით სრულდება მრავალჯერადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მეოჯახე

მეოჯახე   –  ოჯახის პატრონი, საოჯახო საქმიანობის მცოდნე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ … Read more

Categories