მერხი

2

მერხი  დახრილზედაპირიანი მოგრძო სასკოლო მაგიდა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, სტატიკური, პანტომიმური ფორმა ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მერჯვენა ხელი სიგრძივ ადევს მარცხენას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.