მესაქონლე

6

მესაქონლე  ვინც მესაქონლეობას მისდევს

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ წინ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელები ცერებით ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეთვალყურე“ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.