მეოჯახე

8

მეოჯახე    ოჯახის პატრონი, საოჯახო საქმიანობის მცოდნე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოჯახი“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული მოძრაობა და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით, ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს: ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავტონომია“ გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი განმეორებად, წრიულ მოძრაობას ასრულებს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.