მეოცნებე

7

მეოცნებე    ვინც ოცნებობს, ოცნებას ჩვეული, ოცნების მოყვარული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – საფეთქელთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.