მეფუტკრეობა

9

მეფუტკრეობა    ფუტკრის მოვლა-მოშენება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა- ჟესტი „გამოცდილება“   მარცხნივ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელ თითს და ხელი ეხება სახეს ტუჩის კუთხესთან, დანარჩენი თითები გაშლილი და ზევით აღმართულია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრინველი“ იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის ბოლო ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.