მეფრინველეობა

8

მეფრინველეობა  –  სოფლის მეურნეობის დარგი, შინაური ფრინველის მოვლა-მოშენება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრინველი“  – იდაყვებში განზე გაწეულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებითი, სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.