მეხსიერება

7

მეხსიერება   ცნობიერებაში შთაბეჭდილებათა აღბეჭდვისა და მათი აღდგენის, რეპროდუქციის უნარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გონება“ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და შუბლზე მიდებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამახსოვრება“ მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე განთავსებული ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის ურთიერთსაპირისპირო განმეორებადი მოძრაობა, ხელები ტრიალებს მაჯაში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.