საუკუნე

საუკუნე  _  დროის მონაკვეთი, რომელიც ას წელს შეიცავს, წელთაღრიცხვის ერთეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „თაობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, საჩვენებელი თითებით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წარსული“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია … Read more

Categories

საუკეთესო

საუკეთესო  _ ყველაზე კარგი, სხვებთან შედარებით უპირატესობის მქონე,  საუცხოო, რჩეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკეთესი“ _ ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, მომდევნო ფაზაში იმავე კონფიგურაციით წინ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ფორმა (აღმატებითი ხარისხის ნიშანი) _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით … Read more

Categories

საუზმე

საუზმე  _ დილით, უზმოზე, პირველი ჯერის პურის ჭამა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დილა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელი ეხება სახეს და ზევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და … Read more

Categories

საუბარი

საუბარი _ გაბმული, მშვიდი ლაპარაკი ვინმესთან, ბაასი, მუსაიფი, მასლაათი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სასტუმრო

სასტუმრო  _   სტუმრის მისაღები ადგილი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მომდევნო ფაზაში ხელები თავთან გადაადგილდება და თითები იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

Categories

სატრფო

სატრფო _  საყვარელი, მიჯნური   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა, ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სატირალი

სატირალი  _ რის გამოც უნდა იტირონ, რაც ტირილს იწვევს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ტირილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელის საჩვენებელი თითებით სახეზე სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“_ წინ მიმართულია … Read more

Categories

სატვირთო

სატვირთო _ ტვირთის დასაწყობად ან გადასაზიდად განკუთვნილი, საბარგო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაზიდვა“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია მხრებთან სწორ ხაზზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი … Read more

Categories

სატანა

სატანა _  ჯოჯოხეთის მბრძანებელი, ეშმაკი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია თავთან განლაგებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, გაშლილი და სახისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ბოლო ფაზაში საჩვენებელი თითები მოხრილია. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

სასწაულმოქმედი

სასწაულმოქმედი _  ბუნების კანონებით აუხსნელი მოვლენის შემსრულებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საოცრება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე … Read more

Categories

სასწაული

სასწაული  _ არაჩვეულებრივი, ბუნების კანონებით აუხსნელი მოვლენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სასწავლო

სასწავლო _  სწავლისათვის განკუთვნილი, სწავლასთან დაკავშირებული, სწავლისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სწავლა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სასურველი

სასურველი  _ სანუკვარი, სანდომი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნდომა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ოცნება“ – საფეთქელთან განთავსებული ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული თითების რხევით სრულდება განმეორებადი, წრიული … Read more

Categories

სასტიკი

სასტიკი _ მკაცრი, ულმობელი, შეუბრალებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცუდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ქვევით მიმართული ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე. … Read more

Categories

სასოწარკვეთა

სასოწარკვეთა  _ სასოს, იმედის მოსპობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული ფალანგებში მოხრილი თითებით მიმართულია მარცხნივ, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა თავისკენ, მომდევნო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს, სრულდება წრიული ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნიდან მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories