სურათი

81

სურათი   _  ნახატი, ან ქაღალდზე გამოსახული ფოტო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი ზევითაა განთავსებული, სახის წინ, მარცხენა კი _ მკერდთან. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სტომატოლოგი

80

სტომატოლოგი  –   კბილის ექიმი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „კბილი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ოდნავ მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ექიმი“ – მარცხენა ხელისგული  გაშლილი თითებით მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სპონსორი

79

სპონსორი  –    ფინანსური მხარდამჭერი, დამფინანსებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ დაფინანსება“ – მუშტად შეკრული თითებით და მოხრილი საჩვენებელი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

სიძულვილი

78

სიძულვილი _ მტრობის, არაკეთილგანწყობილების უარყოფითი გრძნობა, მძულვარება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სახის წინ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითი ეხება ლოყას თვალთან, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ბოლო ფაზაში წინ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სირცხვილი

77

სირცხვილი _   გრძნობა, განცდა, რომელსაც იწვევს რაიმე უხერხული, სათაკილო მდგომარეობა ან საძრახისი, შეუფერებელი საქციელის ჩადენის შეგნება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მოხრილი თითების ზურგით ხელი ეხება ლოყას, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

სირბილი

76

სირბილი  _  რბენა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ და მომდევნო ფაზაში თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სინესტე

75

სინესტე  _  ნესტის ქონა, ტენიანობა, ნესტიანობა, სინოტივე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წინ და ერთმანეთისკენ მიმართულია გაშლილი თითები, ბოლო ფაზაში ცერები ეხება არათითების წვერებს, დანარჩენი თითები გაშლილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სიმსუბუქე

74

სიმსუბუქე   _  სიმჩატე, მცირე წონის ქონა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სიმინდი

73

სიმინდი  _ მარცვლოვანთა ოჯახის ტაროებიანი, პურეული მცენარე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

სილამაზე

72

სილამაზე  _   სასიამოვნო გარეგნობის, კარგი შესახედაობის ქონა, სიმშვენიერე, სიტურფე

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერი და საჩვენებელი თითი ეხება ლოყებს ნიკაპთან, დანარჩენი თითები გაშლილია, ხელი ქვევით მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

სიზმარი

71

სიზმარი _ ძილში ნახული წარმოდგენები და სახეები, რაც მძინარეს ესახება, ესიზმრება,ზმანება

 

ერთხელიანი,  დინამიკური ჟესტი, მარჯვნივ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება შუბლს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

საჯარო რეესტრი

70

საჯარო რეესტრი   –   სარეგისტრაციო დაწესებულება

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხალხი“  –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვენივ მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადსტურება“ / „ბეჭდის დასმა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.  ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „რეგისტრაცია“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საჯარიმო

69

საჯარიმო   –  ჯარიმისათვის განკუთვნილი, ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული

 

რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯარიმა“ –  მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილია არათითი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წერა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ მოძრაობს; ჟესტის მესამე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დადსტურება“ / „ბეჭდის დასმა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ბოლო ორი ჟესტი ერთად ნიშნავს სიტყვა-ჟესტს „რეგისტრაცია“. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სახსარი

68

სახსარი  –   ძვლების დაბოლოებათა მოძრავი შეერთება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ახლოს განთავსებული ხელისგულები, ხელები ერთმანეთზე გადაჭდობილია შუა და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საჭე

67

საჭე  –    ავტომობილის (გემის, თვითმფრინავის) მოძრაობის სამართავი მოწყობილობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული, განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია: