საცივი

საცივი   –  ინდაურის ან ქათმის სქელწვნიანი შეჭამანდი ნიგვზით, ძმრითა და სხვადასხვა სანელებლით შეზავებული ქართული ეროვნული საჭმელი, რომელიც ცივად იჭმება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნიგოზი“  – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და ქვევით ჩაწეული შუა თითი ეხება ლოყას, ბოლო ფაზაში მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული; ჟესტის მეორე ნაწილია … Read more

Categories ს

საშუალება

საშუალება  _ იარაღი, ძალა ან ხერხი რისამე შესასრულებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და ორგან ეხება მარცხენა მკლავს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ს

საშუალება

საშუალება  –   რითაც, რა გზითაც, რის შემწეობითაც შეიძლება მიაღწიონ რასმე; იარაღი ან ხერხი რისამე შესასრულებლად; შესაძლებლობა, გასაქანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ქვევით მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ს

სასწორი

სასწორი _  საგნების ასაწონი, სხეულთა სიმძიმის, წონის გასაზომი ხელსაწყო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ს

სასადილო

სასადილო  _  სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი ადგილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა _ მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, ორივე ხელით სინქრონულად … Read more

Categories ს

სანქცია

სანქცია  – 1. ზემდგომი ინსტანციის მიერ რაიმე აქტის დამტკიცება, დადასტურება, თანხმობის მიცემა, მოწონება; 2. დაჯარიმება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით და ზევით აწეული ცერებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები რკალური ტრაექტორიით ქვევით ეშვება სინქრონულად, ბოლო ფაზაში ცერებზე შემოხვეულია საჩვენებელი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ს

სანთებელა

სანთებელა  _  ჯიბით სატარებელი პატარა ხელსაწყო სიგარეტის მოსაკიდებლად   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ, გაშლილი და ზევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ცერი ასრულებს განმეორებად მოძრაობს ზევით-ქვევით და იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ს

სამძიმარი

სამძიმარი  _  ჭირისუფლის მიმართ თანაგრძნობის გამომხატველი სიტყვები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories ს

სამშობლო

სამშობლო _ ქვეყანა, მხარე, სადაც დაიბადა ადამიანი და რომლის მოქალაქედაც ის ითვლება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნათესავი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ერთმანეთს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ … Read more

Categories ს

სხივი

სხივი _  სინათლის ვიწრო ზოლი, რომელსაც გამოსცემს მანათობელი სხეული, შუქი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით და მარცხნივ მიმართულია სხეულის ზევით განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ქვევით, სხეულისკენ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories ს

სხვანაირი

სხვანაირი  _  სხვაგვარი, განსხვავებული   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი თითები.  ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის … Read more

Categories ს

სხვათა შორის

სხვათა შორის  _  ისე, უბრალოდ,  ცნობისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხვა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  … Read more

Categories ს

სხვადასხვა

სხვადასხვა _  განსხვავებული, არა ერთი და იგივე, არა ერთნაირი, არამსგავსი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ რკალური ტრაექტორიის განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით, შემდეგ კი _ განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში ერთმანეთისკენ  მიმართულია საჩვენებელი … Read more

Categories ს

სხვა

სხვა     _       არა ის (არა ეს ან არა ეგ)   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო ფაზაში წინ  მიმართულია ხელისგულები იმავე კონფიგურაციით. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

Categories ს

სხეული

სხეული   _  ტანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. … Read more

Categories ს