სხდომა

3

სხდომა  _ რაიმე ორგანიზაციის წევრთა თათბირი სხვადასხვა საკითხების განსახილველად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კრება“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითები ეხება ლოყებს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დარბაზი (ხალხით)“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

სწრაფი

2

სწრაფი _  ჩქარი, მარდი, მალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩქარი“ / „სწრაფი“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა საჩვენებელი თითი ზემოდან ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და ასრულებს რკალური ტრაექტორიის განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სისწრაფე“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

სწორი

1

სწორი  _   გაუმრუდებელი, მიხვევ-მოხვევის გარეშე მიმართული, პირდაპირი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სწავლა

10

სწავლა   _  ცოდნის შეძენა, განათლების მიღება

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, შუბლის წინ სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

სცენა

9

სცენა  _  თეატრის შენობის ნაწილი, წარმოდგენისათვის განკუთვნილი ადგილი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თეატრი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან და ხელები ქვევით ჩაწეული შუა თითებით ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სცენა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სქემა

8

სქემა  _  წინასწარი მონახაზი, გეგმა

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელისგული  მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, გაშლილი თითებით ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და ასრულებს ორჯერად მოძრაობას წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია:

სუფრა

7

სუფრა _ პურ-მარილი, ქეიფი, სმა-ჭამა, პურობა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები არათანაბრად ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სუფთა

6

სუფთა _   ჭუჭყისაგან, უწმინდურობისაგან თავისუფალი, წმინდა

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა მაჯასთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელი მარჯვნივ მოძრაობს და ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სუსხი

5

სუსხი  _  მძაფრი, მწვავე სიცივე

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით   ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სუსტი

4

სუსტი  _   ძალას, ღონეს მოკლებული, უღონო

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

სურსათი

3

სურსათი  _   საჭმელი, საკვები პროდუქტი, საზრდო, სანოვაგე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საჭმელი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ზევით აღმართული შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სურნელი

2

სურნელი _    სურნელება,  სასიამოვნო სუნი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი თითებით სხეულისკენ და მარჯვნივ მიმართულია ხელისგული, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

 

კატეგორია:

სურვილი

1

სურვილი  _    მისწრაფება, მიდრეკილება, რომ რამე მოხდეს, განხორციელდეს, რასმე მიაღწიონ, ნდომა, წადილი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი, ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი და სხეულისკენ მიმართული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება მოძრაობა უკან და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სულმდაბალი

10

სულმდაბალი _ მდაბალი ბუნების ადამიანი, უპატიოსნო, არაკეთილშობილი, ზნედაცემული, ლაჩარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია ნიკაპთან განთავსებული ნეკი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ _ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მკერდისა და მხრების დონეზე.

კატეგორია:

სული

9

სული  _   ადამიანის ფსიქიკურ უნართა ერთობლიობა, აზროვნება, ცნობიერება, შინაგანი სამყარო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუნთქვა“ _ ფართოდ გაშლილი თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სული“ _ ფართოდ გაშლილი თითებით ქვევით მიმართულია ხელისგული, ხელი ეხება მკერდს და ქვევით მოძრაობს, ბოლო ფაზაში ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: