საგარეო

6

საგარეო  _  ქვეყნის ან ოჯახს გარეთ, სახლს გარეშე გამოსაყენებელი, სახმარი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საგანძური

5

საგანძური  _  ხაზინის განყოფილება, რომელშიც სახელმწიფო განძი ინახებოდა, სალარო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი,  დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმდიდრე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და სრულდება მოძრობა წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საგანი

4

საგანი  _   კონკრეტული მატერიალური მოვლენა, რომელსაც გრძნობის ორგანოებით აღვიქვამთ, ნივთი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნივთი“ _ მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მრავალფეროვნება“ _ ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ფართოდ გაშლილი და ზევით მიმართული თითების რხევით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საბჭოთა კავშირი

3

საბჭოთა კავშირი  _  15  რესპუბლიკისგან შემდგარი ქვეყანა, რომელიც დაიშალა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კომუნისტური“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული თავისუფლად გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით რამდენჯერმე სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა და ხელი რამდენიმეგან ეხება მარცხენა ხელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ _ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთზე თითებით გადაჭდობილი ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საბუთი

1

საბუთი   _      რისამე დამამტკიცებელი აზრი ან ფაქტი, არგუმენტი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს.

ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საბრძოლო

10

საბრძოლო  _  ბრძოლისათვის განკუთვნილი, ბრძოლასთან დაკავშირებული, საომარი, საბრძოლველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ომი“ _  ქვევით მიმართულია  ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი გაშლილი თითებით, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საბრალო

9

საბრალო     _      შესაბრალისი, საცოდავი, საწყალი

 

ერთხელიანი, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, მუშტად შეკრული თითებით ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

 

კატეგორია:

საბოლოო

8

საბოლოო  _  ბოლოსათვის, დასასრულისათვის განკუთვნილი, რაც ბოლოს იქნება,  ბოლონდელი, უკანასკნელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზურგებით ერთმანეთისკენ  მიმართულია ხელისგულები, გაშლილი თითების წვერები ეხება ლოყებს ტუჩებთან, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ქვევით მიმართული რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით, ბოლო ფაზაში სხეულისკენ მიმართულია  ხელისგულები გაშლილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საბედისწერო

7

საბედისწერო  _  ბედისწერით განსაზღვრული, დამღუპველი, საუბედურო, ცუდი შედეგის მქონე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯვარი“ / „ბედისწერა“ _  სხეულისკენ მიმართულია  ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს და ჯვარს გამოსახავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უბედური შემთხვევა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები ეხება არათითების წვერებს,  დანარჩენი თითები გაშლილია და  წინ მიმართული, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საბარგო

6

საბარგო  _ ბარგისათვის განკუთვნილი, ბარგისა, სატვირთო, საბაგაჟო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბარგი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, შეტყუპებული და წრიულად მოხრილი თითებით გამოსახული ღია წრე, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საბანი

5

საბანი _  ლოგინის ნაწილი, რომელსაც ზედ იხურავენ

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია  ხელისგულები, ცერები თითქმის ეხება გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული  თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება  რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

საბაბი

4

საბაბი  _   მიზეზი, გარემოება, შემთხვევა, რომელიც რაიმე მიზნით შეიძლება იქნეს გამოყენებული, გამოგონილი მიზეზი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ და მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება  განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საამო

3

საამო _  სიამის მომგვრელი, სასიამოვნო, საამებელი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გემრიელი“ _ წინ მიმართულია სახესთან განთავსებული ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითით ხელი ეხება ლოყას და ქვევით გადაადგილდება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კმაყოფილი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ხელი ეხება მკერდს და ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

საალერსო

2

საალერსო  _  ალერსის გამომხატველი, ალერსის შემცველი, ალერსიანი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ალერსი“ _ ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით, მარცხნივ და წინ მიმართულია მარცხენა ხელის ზემოთ განთავსებული  მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

სააგენტო

1

სააგენტო   _  დაწესებულება, რომელიც ასრულებს სხვადასხვა ორგანიზაციის ან კერძო პირთა დავალებებს

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აგენტი“_ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა მკერდთან განთავსებული ხელისგული გაშლილი თითებით, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია: