საბრძოლო

10

საბრძოლო  _  ბრძოლისათვის განკუთვნილი, ბრძოლასთან დაკავშირებული, საომარი, საბრძოლველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ომი“ _  ქვევით მიმართულია  ხელისგულები ერთმანეთზე გადაჭდობილი გაშლილი თითებით, ორივე ხელით ერთად სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და მკერდის დონეზე.