სატვირთო

9

სატვირთო _ ტვირთის დასაწყობად ან გადასაზიდად განკუთვნილი, საბარგო

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გადაზიდვა“  _ ერთმანეთისკენ მიმართულია მხრებთან სწორ ხაზზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილია თითები, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.