სატირალი _ რის გამოც უნდა იტირონ, რაც ტირილს იწვევს
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ტირილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელის საჩვენებელი თითებით სახეზე სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“_ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
