საღებავი

საღებავი _ მასალა კედლის შესაღებად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საღებავი

საღებავი _ მასალა საგნების შესაღებად ან ფერწერისათვის   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი თითები და ცერები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საღამო

საღამო  _  დრო დღის დასასრულიდან ღამის დაწყებამდე, დღისა და ღამის გასაყარი,  მწუხრი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში გაშლილია ცერები და ზედა ფალანგებში ერთად მოხრილია თითები, იქმნება ნაპრალოვანი ფორმა. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

საქორწილო

საქორწილო  _ ქორწილისათვის განკუთვნილი, ქორწილისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქორწილი“ _ მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და ბოლო ფაზაში თითები გაშლილია, მხოლოდ ცერია ჩაკეცილი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და … Read more

Categories

საქონელი

საქონელი  _ შინაური ჩლიქოსანი ცხოველები   ორნაწილიანი, იკონური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ძროხა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები და ნეკები, ცერები მიდებულია საფეთქლებთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საქმიანი

საქმიანი  _  საქმის მქონე, საქმის მოყვარული, მოსაქმე, გამრჯელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მოქმედება“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, ფართოდ გაშლილი და ქვევით მიმართული ორივე ხელის თითების … Read more

Categories

საქმე

საქმე _    შესასრულებელი, გასაკეთებელი რამ, სამუშაო   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითებით, ორივე ხელი ქვევით მოძრაობს სინქრონულად და ბოლო ფაზაში ქვევით მიმართულია ფართოდ გაშლილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საქეიფო

საქეიფო  _ ქეიფისათვის განკუთვნილი, ქეიფისა, სალხინო   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მხიარულება” _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, ხელები იდაყვებში იხრება და ხელისგულები თავს უახლოვდება მონაცვლეობით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სუფრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად … Read more

Categories

საქართველო

საქართველო _  ქვეყანა ამიერკავკასიაში (დედაქალაქი – თბილისი)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქართული“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ცერი ეხება მკერდს და სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ქვეყანა“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საფუძველი

საფუძველი _ 1. შენობის ქვედა ნაწილი, რომელსაც მთელი ნაგებობა ეყრდნობა, საძირკველი; 2. ფუნდამენტი, ბაზა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

საფულე

საფულე _ ფულის ჩასადები ქისა თან სატარებლად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ – ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩადება” _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და ქვევით მიმართული თითებით მიმართულია სხეულისკენ და ქვევით, მარჯვენა ხელისგული გაშლილი … Read more

Categories

საფიქრებელი

საფიქრებელი  _ 1. ფიქრის საგანი, რაზეც ფიქრობენ; 2. სავარაუდო, შესაძლებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ფიქრი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საფეთქელზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „არის“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარცხნივ მიმართულია … Read more

Categories

საფეთქელი

საფეთქელი   _  თავის ქალის ნაწილი შუბლსა და ყურს შორის   ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საფეთქელზე მიდებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

საფასური

საფასური _ სასყიდელი, ფასი; გასამრჯელო, ხელფასი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „დგომა“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარჯვენა … Read more

Categories

საუცხოო

საუცხოო _  ძალიან კარგი, მშვენიერი, შესანიშნავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საოცრება“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, … Read more

Categories