სასმელი

სასმელი _ რაც უნდა სვან, რისი სმაც შეიძლება, დასალევად განკუთვნილი სითხე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური  სიტყვა-ჟესტი „დალევა“ _ ხელისგული მიმართულია მარცხნივ, წრიულად მოხრილია გაშლილი თითები, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა სახისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი … Read more

Categories

სასინჯი

სასინჯი _  სინჯვისათვის განკუთვნილი, შესამოწმებელი, საცდელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „ცდა“ _ მარცხნივ მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და ზევით აღმართული, გაშლილი ცერით, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ცერი ეხება ნიკაპს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სასიყვარულო

სასიყვარულო _ სიყვარულის გამომხატველი, სიყვარულთან დაკავშირებული,  სიყვარულისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიყვარს“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი … Read more

Categories

სასიკვდილო

სასიკვდილო  _ სიკვდილის გამომწვევი, მომაკვდინებელი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიკვდილი“ / „გარდაცვალება“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, მკერდის დონეზე მაჯებთან გადაჯვარედინებულია ხელები, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, … Read more

Categories

სასიამოვნო

სასიამოვნო _  რაც სიამოვნებას ჰგვრის ადამიანს, საამო, მაამებელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მკერდზე მიდებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories

სასახლე

სასახლე _  მეფის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა წარჩინებული პირის საცხოვრებელი, დიდებული შენობა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეტი“ _ … Read more

Categories

სასაცილო

სასაცილო  _ ვინც ან რაც სიცილს იწვევს, სიცილის მომგვრელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, ფართოდ გაშლილი და ნიკაპზე მიდებულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, მომდევნო ფაზაში ფართოდ გაშლილი თითებით ხელისგული მიდებულია მკერდზე. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.

Categories

სასარგებლო

სასარგებლო _  სარგებლობის მომცემი, მარგებელი, გამოსაყენებელი, მოსახმარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ზევით მიმართული ცერებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სასამართლო

სასამართლო  _   სახელმწიფოებრივი ორგანო, რომელიც კანონით განსაზღვრული წესის მიხედვით იხილავს სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ცერები და საჩვენებელი თითები კრავს ზემოთ მიმართულ წრეებს, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

სასაკლაო

სასაკლაო  _  ადგილი, სადაც საქონელს კლავენ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაკვლა“ _ მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით და განზე გაწეული ცერით მიმართულია ქვევით, მასთან ახლოს განთავსებულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ და სხეულისკენ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ … Read more

Categories

სასადილო

სასადილო     სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, სრულდება ქვევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: … Read more

Categories

საპირფარეშო

საპირფარეშო  _  ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაკოფილებლად, ტუალეტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სარწმუნო

სარწმუნო _  დასაჯერებელი, დამარწმუნებელი, ნამდვილი, მართალი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანდო“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარცენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური … Read more

Categories

სარკე

სარკე _  გლუვი და საგანგებოდ გაკრიალებული მინა, რომელშიაც აისახება მის წინ მყოფი საგნები   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.    

Categories

სართული

სართული  _ შენობის ნაწილი, ერთ სიმაღლეზე მოთავსებული სადგომების წყება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით წინ მიმართულია ხელისგული, ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართულია თითები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.  

Categories