სარწმუნო

9

სარწმუნო _  დასაჯერებელი, დამარწმუნებელი, ნამდვილი, მართალი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანდო“ _ სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარცენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.