სასახლე

6

სასახლე _  მეფის, სახელმწიფოს მეთაურის ან სხვა წარჩინებული პირის საცხოვრებელი, დიდებული შენობა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „სახლი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია მხრების დონეზე განთავსებული ხელისგულები, გაშლილი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება მოძრაობა ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მეტი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის ქვევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.