სარემონტო

სარემონტო _  რემონტისათვის განკუთვნილი, რემონტისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „რემონტი“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით და ჩაკეცილი ცერებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

სარდაფი

სარდაფი   _ პირველი სართულის ქვემოთ, მიწის დონეზე დაბლა მდებარე შენობის ნაწილი, იყენებენ რისამე შესანახად (ზოგჯერ საცხოვრებლადაც)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, გაშლილი და წინ მიმართული თითებით მარჯვენა დომინანტი ხელისგული მიმართულია ქვევით და ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სარდალი

სარდალი _  ჯარების უფროსი, მხედართმთავარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მხრებთან განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და სხეულისკენ მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი ცერები და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

სარგებელი

სარგებელი  _ სარგებლის მომცემი,  სარგებლობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მკერდს.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

საპონი

საპონი _  წყალში ადვილად ხსნადი მასა, რომელიც ადვილად ქაფდება და იხმარება ჭუჭყის მოსაშორებლად   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და მარჯვნივ გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories

საპირფარეშო

საპირფარეშო   _ ოთახი ან ნაგებობა ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, ტუალეტი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ხელი ეხება თავს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

საპატრიარქო

საპატრიარქო  _ პატრიარქის საგამგებლო   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პირჯვარი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება პირჯვრის გადაწერა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

საპატიო

საპატიო   _ პატივის მიგება, დაჯილდოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამსახურება“ / „აქტიურობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებული მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჯილდოება“ _ ერთმენთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითები … Read more

Categories

საპატიო

საპატიო  _  პატივისცემის ღირსი, პატივსაცემი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძვირფასი“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს და მარჯვენა ხელისგული ზემოდან ადევს გაშლილ მარცხენას, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს და ბოლო ფაზაში ორივე ხელის თითები გაშლილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „პატივისცემა“ _ სხეულისკენ … Read more

Categories

საოცრება

საოცრება  _  საკვირველება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საოცრება“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ და ზევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი … Read more

Categories

საოცარი

საოცარი  _  საკვირველი, განსაცვიფრებელი, არაჩვეულებრივი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ და ზევით გადაადგილდება, მარცხენა _მარცხნივ და ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანდო

სანდო  _ ვისი (რის) ნდობაც შეიძლება, ნდობის ღირსი, სარწმუნო   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

სანახაობა

სანახაობა  _ რაც თვალწინ იშლება, რის დანახვაც შეიძლება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

სანატრელი

სანატრელი _   სასურველი, სანუკვარი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მონატრება“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, საჩვენებელი თითი და ცერი  ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება თავს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი … Read more

Categories

სანადირო

სანადირო _  ნადირობისათვის განკუთვნილი, ნადირობის შესაფერი, ნადირობისა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სანადირო თოფი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და მარცხნივ, ზევით მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ზევით მიმართული განმეორებითი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories