საპატიო

9

საპატიო   _ პატივის მიგება, დაჯილდოება

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დამსახურება“ / „აქტიურობა“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, სხეულთან ახლოს განთავსებული მარჯვენა ხელი წინ გადაადგილდება და ზურგით ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაჯილდოება“ _ ერთმენთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, საჩვენებელი თითები შემოხვეულია ცერებზე, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.