სასადილო სადილისათვის, სმა-ჭამისათვის განკუთვნილი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჭამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან და ხელი ეხება ტუჩებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ფორმა – მუშტად შეკრული თითებით და სხეულისკენ მიმართული ცერებით ხელისგულები მიმართულია წინ, სრულდება ქვევით მიმართული დაახლოებითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარცხნივ და ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – მარჯვენივ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.