სასიყვარულო

9

სასიყვარულო _ სიყვარულის გამომხატველი, სიყვარულთან დაკავშირებული,  სიყვარულისა

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მიყვარს“ _ ხელისგული მიმართულია ქვევით, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია შუა და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ _ წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.