მუხლი

მუხლი  –  წვივისა და თეძოს ძვლების შემაერთებელი სახსარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთზე გადაჭდობილია ხელები გაშლილი შუა და საჩვენებელი თითებით, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით ერთად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მუშტი

  მუშტი  –  მოკუმშული ხელის მტევანი, მჯიღი   ერთხელიანი, სტატიკური, იკონური ჟესტი, ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

მუშაობა

მუშაობა   – საქმის კეთება, მოქმედება, შრომა, გარჯა, ჯაფა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მუშა

მუშა  –  ვინც პროფესიულად ეწევა ფიზიკურ შრომას წარმოებაში, მშრომელი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელი სხეულისკენ მიმართული ხელისგულით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის … Read more

Categories

მუყაო

მუყაო –   სქელი და მაგარი ქაღალდი, რომელიც მზადდება ქაღალდის მასის დაწნეხვით ან ქაღალდის სქელი ფურცლების ერთმანეთზე შეწებებით, კარტონი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასმეტრიული, დინამიკური,  სიტყვა-ჟესტი „ქაღალდი“ –  მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი, სქელი … Read more

Categories

მუქი

მუქი  – თალხი, არანათელი, მოშავო ფერისა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სახის წინ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ბოლო ფაზაში ზევით მიმართულია მკერდის დონეზე განთავსებული ხელისგულები გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.  

Categories

მუსიკოსი

მუსიკოსი  –  მუსიკის სპეციალისტი, მუსიკის მცოდნე, მუსიკის დარგში მომუშავე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მუსიკა“ – ხელისგულები მიმართულია წინ, ცერის და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული,  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით … Read more

Categories

მუსიკა

მუსიკა  – ხელოვნების დარგი, რომელშიც ბგერებისა და ტონების რიტმულ-ჰარმონიულ შეხამებით გადმოიცემა იდეები და განცდები.   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია წინ, ცერების და საჩვენებელი თითების წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული,  განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მუნჯი

მუნჯი  –  მეტყველების უნარს მოკლებული, უტყვი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, საჩვენებელი თითი სახეს ეხება  ჯერ ყურთან, შემდეგ პირთან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მული

მული      –    ქმრის და   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ცოლი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა არათითს ბეჭდის ადგილას და მარცხნივ, ზევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „და“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

მუზეუმი

მუზეუმი –  სამეცნიერო-საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის მიზანია წარსული და თანამედროვე ცხოვრების დამახასიათებელი ძეგლების ან ბუნების ნიმუშების შეგროვება, დაცვა, შესწავლა და გამოფენა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მუდამ

მუდამ –  ყოველთვის, ნიადაგ, მარად, ერთთავად, განუწყვეტლივ, სულ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მტაცებელი

მტაცებელი –  ვინც ან რაც იტაცებს; გარეული ცხოველი ან ფრინველი, რომელიც ხორცით იკვებება, წამრთმევი, წამგლეჯი; მძარცველი; დამპყრობი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტყე“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წართმევა“ / „წაგლეჯვა“ – … Read more

Categories

მტრობა

მტრობა –  მტრად ყოფნა, მტრად გადაკიდება, შუღლი, ქიშპობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართულია თითები, ჩაკეცილია ცერი, რკალური ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ, ხელი ეხება ცხვირს. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მტრედი

მტრედი –  მორუხო, ცისფერბუმბულიანი ფრინველი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ – სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და თითები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ – იდაყვებში განზე გაწულია … Read more

Categories