მტკიცე

მტკიცე    –  მაგარი, მყარი, მკვიდრი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მკაცრი“/ „მაგარი“ – ირიბ ვერტიკალზე მუშტად შეკრული თითებით ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და … Read more

Categories

მტირალი

მტირალი  –  ვინც ტირის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „ცრემლი“ / „ტირილი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და საჩვენებელი თითი ეხება ლოყას; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მტვერი

მტვერი –  წვნიკი და მშრალი სხეულებისაგან შემდგარი ფხვიერი მასა, რომელიც ჰაერში ადვილად იფანტება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფილტვი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით და ქვევით ჩაწეული შუა თითით, რკალური მოძრაობით ხელი ეხება მკერდს ჯერ მარცხნივ, მერე – მარჯვნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფხვნილი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი … Read more

Categories

მტევანი

მტევანი – ყურძენი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული, ცერი და საჩვენებელი თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი, ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი ქვევით მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მსხალი

მსხალი –  ხილი, ყუნწისკენ შევაწროებული ტკბილი ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მხრების დონეზე.

Categories

მსურველი

მსურველი  – ვისაც სურს, სურვილის მქონე, მდომი, მოწადინებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და სხეულისკენ მიმართული თითებით ხელი მოძრაობს  სხეულისკენ და ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია … Read more

Categories

მსუბუქი

მსუბუქი –    მჩატე, მცირე წონის მქონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მსროლელი

მსროლელი  – ვინც ისვრის (თოფს, ქვას და სხვ.)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სროლა“ – წინ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სხეულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, მარჯვენა  საჩვენებელი თითი ეხება მარცხენა საჩვენებელ თითს და … Read more

Categories

მსვლელობა

მსვლელობა  – მიმდინარეობა, განვითარების პროცესი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითები წვერებით ერთმანეთს ეხება, ცერები მიმართულია ერთმანეთისკენ, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი სინქრონული მოძრაობა წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მსვლელობა

მსვლელობა  – მიმოსვლა, სიარული, მიმდინარეობა, განვითარების პროცესი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მსგავსება

მსგავსება –  ერთნაირობა,  მაგვარობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული ტრაექტორიის მოძრაობა და ხელები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მსგავსი

მსგავსი –  ერთნაირი, მაგვარი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება ერთმანეთისკენ მიმართული ტრაექტორიის მოძრაობა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს ეხება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მსახიობი

მსახიობი –  ხელოვნების ნაწარმოების პროფესიული შემსრულებელი სცენაზე, არტისტი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსახიობობა“ / „გამოჩენილი“ – წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება შუა თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება შუბლს, მომდევნო ფაზაში წინ და მარჯვნივ მიმართულია ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით; ჟესტის … Read more

Categories

მრუდე

მრუდე –  სისწორეს მოკლებული, არასწორი, გაღუნული, გახრილი, უმართებულო, არასწორი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვეენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება ტალღური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

მრისხანე

მრისხანე –  შიშის მომგვრელი, თავზარდამცემი, შეუბრალებელი, მკაცრი, სასტიკი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური, მითითებითი  სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცუდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ქვევით მიმართულია ცერი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. … Read more

Categories