მუყაო – სქელი და მაგარი ქაღალდი, რომელიც მზადდება ქაღალდის მასის დაწნეხვით ან ქაღალდის სქელი ფურცლების ერთმანეთზე შეწებებით, კარტონი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასმეტრიული, დინამიკური, სიტყვა-ჟესტი „ქაღალდი“ – მუშტად შეკრული თითებით ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, მარჯვენა ხელი ზედ ადევს მარცხენას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას მარჯვნივ-მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მაგარი, სქელი (ქაღალდი)“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
