მუშა

8

მუშა    ვინც პროფესიულად ეწევა ფიზიკურ შრომას წარმოებაში, მშრომელი

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელი იდაყვში მოხრილია და მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია სხეულისკენ, იმავე კონფიგურაციით მარცხენა ხელი სხეულისკენ მიმართული ხელისგულით განთავსებულია მარჯვენა იდაყვის ქვეშ, მომდევნო ფაზაში ვერტიკალზე მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ზევით განთავსებული მარჯვენა ზედ ადევს მარცხენას. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.