მტაცებელი

9

მტაცებელი  ვინც ან რაც იტაცებს; გარეული ცხოველი ან ფრინველი, რომელიც ხორცით იკვებება, წამრთმევი, წამგლეჯი; მძარცველი; დამპყრობი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტყე“ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ზევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წართმევა“ / „წაგლეჯვა“ წინ მიმართულია სახის წინ განთავსებული მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით მიმართულია მარცხნივ და ზედ ადევს მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მხრებისა და სახის დონეზე.