მტრედი

7

მტრედი   მორუხო, ცისფერბუმბულიანი ფრინველი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ნისკარტი“ სახის წინ განთავსებული ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და თითები ერთმანეთს ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ფრენა“ იდაყვებში განზე გაწულია ხელები, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.