მშრალი

მშრალი  –   რაც გაშრა, სისველეს, სინოტივეს მოკლებული   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ირიბ ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს ქვევით და წინ და ეხება მარცხენა ხელს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მშობიარე

მშობიარე  – ქალი, რომელიც შვილს შობს, აჩენს, მელოგინე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გაბერილი მუცელი“ / „ორსული“ – სხეულისკენ მიმართულია ერთმანეთზე დადებული ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, ხელები ერთად მოძრაობს წინ; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შობა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია ნეკი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

მშობელი

მშობელი  –  დედა ან მამა შვილისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დედა“ – მარცხნივ მიმართულია ლოყაზე მიდებული ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მომდევნო ფაზაში ხელი მეორე ლოყაზეა მიდებული იმავე კონფიგურაციით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მამა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და მარჯვნივ მიმართული თითებითა და ჩაკეცილი ცერით, ხელი ეხება … Read more

Categories

მშვიდობა

მშვიდობა  –   სიწყნარე, სიმშვიდე, უშფოთველობა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ბედნიერება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელის გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ / „ერთობა“ – … Read more

Categories

მშვიდი

მშვიდი  –   წყნარი, აუღელვებელი, აუჩქარებელი, უშფოთველი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ხელები ეხება მკერდს, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მშენებლობა

მშენებლობა  – რისამე (ნაგებობათა, შენობათა) აგება, აშენება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „დანიშნულება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, … Read more

Categories

მშენებელი

მშენებელი  –  ვინც აშენებს, აგებს რასმე; მშენებლობაზე მომუშავე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შენება“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, … Read more

Categories

მყუდრო

მყუდრო  – მოფარებული, უქარო ადგილი, მშვიდი, წყნარი, უშფოთველი   ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახურული“ – ხელისგულები წინაა მიმართული გაშლილი ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით,  ხელები სინქრონულად ერთმანეთისკენ მოძრაობს … Read more

Categories

მყიდველი

მყიდველი  – ვინც ყიდულობს რასმე, ყიდვით შემძენი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყიდვა“  – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონგიფურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული … Read more

Categories

მღვდელი

მღვდელი  –  სასულიერო პირი, ღვთის მსახური მართლმადიდებელ ეკლესიაში (სასულიერო ხარისხით ეპისკოპოსზე ნაკლები და დიაკონზე მეტი), ხუცესი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ / „წვერი“ – ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით ნიკაპთანაა განთავსებული ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მღელვარება

მღელვარება  – მღელვარის განცდა, მღელვარის მდგომარეობა, შფოთვა, ღელვა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს, ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანკალი (გულის)“ / „ძგერა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელები … Read more

Categories

მფლობელი

მფლობელი  – ვინც ფლობს რასმე, მეპატრონე, მესაკუთრე, მპყრობელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი სრულდება სახის დონეზე, გაშლილია ცერი და საჩვენებლი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული სხეულისკენაა მიმართული და ხელი განმეორებად, წრიულ მოძრაობას ასრულებს. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories

მფარველი

მფარველი  – დამცველი, მზრუნველი,  შემწე, ქომაგი, ხელისშემწყობი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, ორივე ხელი წინ გადაადგილდება სინქრონულად. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მუხრუჭი

მუხრუჭი – მოწყობილობა მანქანების მოძრაობის შესანელებლად ან გასაჩერებლად   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია მარცხნივ, რკალური ტრაექტორიით ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories

მუხლი

მუხლი –  იურიდიული დოკუმენტის ცალკეული მცირე დანაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტად, ხელი მოძრაობს მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.  

Categories