მყიდველი – ვინც ყიდულობს რასმე, ყიდვით შემძენი
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ყიდვა“ – ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სხულისკენ მიმართულია მარჯვენა ხელისგული იმავე კონგიფურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა წინ და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და მხრების დონეზე.
