მყუდრო – მოფარებული, უქარო ადგილი, მშვიდი, წყნარი, უშფოთველი
ორნაწილიანი დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „სიჩუმე“ – მარცხნივ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ტუჩებზე მიდებულია ზევით აღმართული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დახურული“ – ხელისგულები წინაა მიმართული გაშლილი ზევით აღმართული თითებით, ჩაკეცილი ცერებით, ხელები სინქრონულად ერთმანეთისკენ მოძრაობს რკალური ტრაექტორიით. ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.
