მღელვარება – მღელვარის განცდა, მღელვარის მდგომარეობა, შფოთვა, ღელვა
ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური, მითითებითი სიტყვა-ჟესტი „გული“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით ჩაწეული შუა თითით ხელი ეხება მკერდს, ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კანკალი (გულის)“ / „ძგერა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ხელები ერთმანეთს ეხება, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი ქვევით გადაადგილდება, მარცხენა – ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
