მშვიდობა – სიწყნარე, სიმშვიდე, უშფოთველობა
ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „ბედნიერება“ – ხელისგულები მიმართულია წინ, გაშლილია საჩვენებელი, ცერი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელის გაშლილი თითებით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით და ცერები ეხება საჩვენებელი და შუა თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „კავშირი“ / „ერთობა“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია თითებით ერთმანეთზე გადაჭდობილი ხელისგულები. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.
