მხედართმთავარი

მხედართმთავარი  – ჯარის უფროსი, ჯარის წანამძღოლი, სარდალი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მთავარი“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები … Read more

Categories

მხედარი

მხედარი  – ცხენზე მჯდომი, ცხენოსანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხენი“ – ხელისგულები მიმართულია  ქვევით, მარჯვენა ხელის გაშლილი შუა და საჩვენებელი თითები გარდიგარდმო ადევს მარცხენა ხელის გაშლილ და წინ მიმართულ საჩვენებელ თითს, დანარჩენი თითები ჩაკეცილია ორივე ხელზე; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და … Read more

Categories

მხატვარი

მხატვარი –  მხატვრობის სპეციალისტი ხელოვანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ხატვა“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, კლაკნილი ტრაექტორიით სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

მხარბეჭიანი

მხარბეჭიანი –  ფართო მხარბეჭის მქონე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ზევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე და ოდნავ ქვევით.  

Categories

მჭადი

მჭადი –   სიმინდის პური   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სიმინდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი და მარცხნივ მიმართულია ტუჩების წინ განთავსებული საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, რკალური ტრაექტორიით სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გუნდა (ცომის)“ – ვერტიკალზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ზედა ფალანგებში ერთად მოხრილი, შეტყუპებული … Read more

Categories

მწყემსი

მწყემსი  – ვინც მწყემსავს (მეცხვარე, მენახირე, მეჯოგე…)   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჯოხით გარეკვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, წინ მიმართული საჩვენებელი თითი ცერზეა შემოხვეული, რკალური ტრაექტორიით სრულდება  მოძრაობა მარჯვნივ და მარცხნივ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა … Read more

Categories

მწუხარე

მწუხარე    –    მგლოვიარე, დადარდიანებული, ნაღვლიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, ხელები ეხება მკერდს, თითები უფრო იხრება ფალანგებში. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მწნილი

მწნილი  –  საგანგებოდ დამჟავებული ბოსტნეული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩატენვა (საჭმლის)“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, … Read more

Categories

მწვერვალი

მწვერვალი  – მთის ყველაზე მაღალი ნაწილი, მისი ზემოთ აზიდული წვერი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, ერთმანეთისკენ გადახრილია გაშლილი და ზევით აღმართული საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, სრულდება მოძრაობა ზევით და ერთმანეთისკენ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories

მწვადი

მწვადი  –  შამფურზე შემწვარი ხორცი   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ზევით განთავსებული მარჯვენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია ქვევით, ხელები ინაცვლებენ პოზიციებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

მწვანე

მწვანე  – ნედლი ბალახის, ფოთლის და მისთ. ფერი; ხილვადი სპექტრის შვიდ მარტივ ფერთა შორის უკავია რიგით მეოთხე ადგილი (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი, იისფერი)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია … Read more

Categories

მძღოლი

მძღოლი –  ავტოტრანსპორტის მართვის სპეციალისტი, ვატმანი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „მანქანა“ / „საჭე“ – მუშტად შეკრული თითებით ხელისგულები მიმართულია სხეულისკენ, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი … Read more

Categories

მძიმე

მძიმე –   რაც (ვინც) ბევრს იწონის, რის (ვის) აწევასაც დიდი ძალა სჭირდება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ, ხელი მაჯაში ტრიალდება და ეხება მარცხენა ხელისგულს, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

მძარცველი

მძარცველი  – ავაზაკი, ყაჩაღი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავაზაკი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია  მუშტებად, ორივე ხელი სინქრონულად წინ მიემართება რკალური ტრაექტორიით; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა … Read more

Categories

მცირე

მცირე  – პატარა, ცოტა (ზომით, რაოდენობით)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგული, გაშლილი საჩვენებელი თითის წვერი ეხება ცერს, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories