მწნილი

4

მწნილი    საგანგებოდ დამჟავებული ბოსტნეული

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მჟავე“ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია  საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მომდევნო ფაზაში საჩვენებელი თითი მოხრილია ცხვირთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ჩატენვა (საჭმლის)“ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზემოდან ადევს მარცხენას, ორივე ხელით ერთად სრულდება მოძრაობა ქვევით.  ჟესტი წარმოდგენილია სახისა და მკერდის დონეზე.