ანეკდოტი

ანეკდოტი –  მოკლე სასაცილო ამბავი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „გამოგონება“ – ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ და საჩვენებელი თითი ეხება საფეთქელს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „გამონათქვამი“ – წინ მიმართულია ხელისგულები, ცერი და შუა თითი ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, … Read more

Categories

ანდერძი

ანდერძი – ვისიმე წერილობითი ან ზეპირი განკარგულება, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ უნდა შესრულდეს   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი დინამიკური ჟესტი, მარცხნივ  მიმართულია გაშლილი ხელისგული ფართოდ გაშლილი თითებით, ზევით აწეული ცერი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „თაობა“ / „შთამომავლობა“ – სხეულისკენ მიმართული ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ანდაზა

ანდაზა  –  ხალხური გონებამახვილური მოკლე გამონათქვამი   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ძველი“ – ხელისგული სახისკენაა მიმართული, თითები შეკრულია მუშტად, საფეთქელთან ხელი ეხება სახელს და ქვევით მოძრაობს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ნამდვილი“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ორივე ხელით სრულდება განმეორებითი, … Read more

Categories

ანგელოზი

ანგელოზი  –  უსხეულო ღვთიური არსება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია მაჯასთან გადაჯვარედინებული ხელისგულები, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, გაშლილი თითებით სრულდება განმეორებადი მოძრაობა: თითები იკეცება და იშლება, ბოლო ფაზაში მხოლოდ ცერებია ზევით აღმართული, დანარჩენი თითები ჩაკეცილია. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

ანგარიში

ანგარიში  –  მარტივი არითმეტიკული მოქმედება, დათვლა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ზევითაა მიმართული, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგულის ზედაპირზე მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ანგარება

ანგარება  –  მოქმედება პირადი გამორჩენის მიზნით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული, მარცხენა ხელის თითებზე მაჯით მიყრდნობილი მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, ზევით აღმართულია გაშლილი საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, საჩვენებელი თითი განმეორებად მოძრაობას ასრულებს მარცხნივ-მარჯვნივ. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

ანბანი

ანბანი  –  დამწერლობაში გამოყენებული ასოების ერთობლიობა   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია დაქტილი „ა“ – მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული ხელით მიმართულია პირდაპირ, ჟესტის მეორე  ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დაქტილი“ – ხელისგული მიმართულია წინ. მოხრილი თითების რხევით ხელი მარჯვნივ მოძრაობს.  ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories

ანაფორა

ანაფორა  –  მღვდლის ფართო და გრძელი სამოსი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ოვალურად მოხრილი თითები ნიკაპთანაა განთავსებული, ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ტანსაცმელი“ –  სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი თითებით და ზევით აწეული ცერებით, ხელები მკერდის დონეზე ეხება სხეულს და … Read more

Categories

ანატომია

ანატომია  –  მეცნიერება, რომელიც სწავლობს ცოცხალი ორგანიზმის (ადამიანის) აგებულებას   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“ – ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერი და საჩვენებელი თითებით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ორგანიზმი“ – ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი ცერი და  საჩვენებელი თითი ერთმანეთს … Read more

Categories

ანარეკლი

ანარეკლი  –  რამის ზედაპირზე არეკლილი სხივი; გამოვლენილი; გამოძახილი; ანაბეჭდი, კვალი.   რთული ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მზე“ – მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული მიმართულია წინ, მომდევნო ფაზაში თითები იშლება ფართოდ; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „სხივი“ – ხელისგული ქვევითაა მიმართული, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები მუშტადაა შეკრული, ხელი … Read more

Categories

ანანასი

ანანასი  – სამხრეთული ტროპიკული ხილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და ფალანგებში  მოხრილი თითებით ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული ვერტიკალზე, მარჯვენა ხელი ზევით მოძრაობს, მომდევნო ფაზაში მარჯვენა ხელის თითები შეკრულია მუშტად, ხელისგული პირდაპირაა მიმართული და ხელი რკალური ტრაექტორიით მოძრაობს მარცხნივ, ბოლო ფაზაში მარჯვენა ხელისგული ფართოდ  გაშლილი თითებით მიმართულია სახისკენ. ჟესტი სრულდება მკერდისა და მხრების დონეზე.

Categories

ანამნეზი

ანამნეზი  –  ავადმყოფობის განვითარების ისტორია, შედგენილი ექიმის მიერ ავადმყოფის ან მისი ახლობლების ჩვენებათა მიხედვით   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ავად ყოფნა“ – მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, ცერისა და საჩვენებელი თითის წვერები ერთმანეთს ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება განმეორებადი  მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მარცხენა გაშლილი და ქვევით მიმართული ხელისგულის … Read more

Categories

ანალოგია

ანალოგია –  მსგავსება, იგივეობა, მსგავსება არაიგივეობრივ საგანთა, მოვლენათა და ცნებათა შორის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი  „ფორმა“ – წინ მიმართულია ხელისგულები მუშტად შეკრული თითებით, გაშლილი და  სახისკენ მიმართული ცერებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მსგავსება“ – გაშლილი ხელისგულები ქვევითაა მიმართული ქვევით დაშვებული თითებით, ხელები … Read more

Categories

ანალიზი

ანალიზი – შესასწავლი ობიექტის გამოკვლევა, რაიმე ობიექტის შესწავლა მისი ნაწილებად დაშლის გზით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები წინ და ქვევითაა მიმართული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია შუა და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ანათემა

ანათემა –  შეჩვენება, დაწყევლა, ეკლესიიდან განდევნა, განკვეთა   სამნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მღვდელი“ – ხელისგული მიმართულია სახისკენ, გაშლილი და ოვალურად მოხრილი თითები ნიკაპთანაა განთავსებული, ხელი ქვევით ეშვება; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ეკლესია“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელები ზევით … Read more

Categories