ახალშობილი

ახალშობილი  _ ახლად დაბადებული ბავშვი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალი“ _ მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შობა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია … Read more

Categories ა

ახალუხი

ახალუხი _ ჩვეულებისამებრ  ჩოხის ქვეშ ჩასაცმელი წელში გამოყვანილი ნაოჭასხმული მამაკაცის ჩასაცმელი, ღილებით შესაკრავი, საყელოიანი, ვიწრო სახელოებიანი   ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ქვევით დაშვებული თითებით, ცერები ეხება სხეულს, იდაყვები განზეა გაწეული. ჟესტი სრულდება მხრების დონეზე.

Categories ა

ახალი

ახალი  _ რაც ახლა გამოჩნდა, მანამდე არარსებული, ახალწარმოქმნილი   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, ზევით მიმართულია ზემოთ განთავსებული მარჯვენა ხელისგული გაშლილი და ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით  სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.

Categories ა

ახალგაზრდობა

ახალგაზრდობა  _  სიჭაბუკე, სიახალგაზრდავე, სიყმაწვილე. ახალგაზრდად ყოფნა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახალგაზრდა“/ „მწვანე“ _ ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადრე“ _  სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი … Read more

Categories ა

ახალგაზრდა

ახალგაზრდა  _  მოზარდი ადამიანი, რომელიც მომწიფების ასაკში შედის   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ და მარცხნივ, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, საჩვენებელი თითი ეხება ლოყას და ასრულებს განმეორებად მოძრაობას წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories ა

აჭარა

აჭარა  _  საქართველოს კუთხე ზღვის რეგიონში   ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული გაშლილი და ქვემოთ მიმართული თითებით, ხელი ყურთანაა მიტანილი, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

Categories ა

აწყობილი

აწყობილი  _  ის, რაც ააწყვეს ან აიწყო, კარგად ორგანიზებული, კარგად მოფიქრებული   ორნაწილიანი, ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აწყობა“_ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული … Read more

Categories ა

აწყობა

აწყობა  _   სხვადასხვა ხმის მქონე მომღერლების ხმათა შეხამება     ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი ოდნავ ზემოთაა განთავსებული, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს და ეხება ერთმანეთს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories ა

აწყობა

აწყობა  _  რამე (სიმრავლის) ზემოთ დალაგება, რამის დალაგება, ფორმაში მოყვანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ა

აწონილი

აწონილი _  შეფასებული, განსჯილი, გათვალისწინებული, საფუძვლიანად შესწავლილი, აწონილ-დაწონილი, რაც აიწონა   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური სიტყვა-ჟესტი „აწონვა“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, ორივე ხელით … Read more

Categories ა

აწონვა

აწონვა  _  რისამე წონის, რისამე სიმძიმის გარკვევა სასწორით   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი და წინ  მიმართული თითებით, სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.    

Categories ა

აწმყო

აწმყო  _  ახლანდელი დრო; აწ, ახლა მყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ – სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ – ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ. … Read more

Categories ა

აწევა

აწევა  _  რამის აღება, აყვანა, ქვევიდან ზევით გადაადგილება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, ხელი ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე ოდნავ ქვევით.  

Categories ა

აცრა

აცრა   _   ნემსის გაკეთება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილია ცერი, შუა და საჩვენებელი თითები. დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, ხელი წინ მოძრაობს, ბოლო ფაზაში თითები შეკრულია მუშტად და ხელი ეხება მკლავს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories ა

აცმა

აცმა  _  ასხმულა, გარკვეული სიგრძის ძაფი ზედ აცმული ან ასხმული საგნებით   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული მიმართულია ზევით, მარცხენა _ მარჯვნივ, ორივე ხელის საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories ა