აცლა

აცლა  _  რამის მალვით აღება   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგული, გაშლილია თითები და შუა თითი ქვევითაა ჩაწეული, ბოლო ფაზაში თითები ჩაკეცილია, ხელი უკან, სხეულისკენაა გადაადგილებული. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

აცილება

აცილება  _   თანამდებობაზე უარის თქმა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად; ხელები მარჯვნივ მოძრაობს კლაკნილი ტრაექტორიით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აცილება

აცილება  _  მიზანში ვერ მოხვედრა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ორივე ხელზე გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, მარჯვენა ხელისგული მიმართულია სხეულისკენ, მარცხენა _ წინ, მარჯვენა საჩვენებელი თითი გადაადგილება მარცხენასკენ და შემდეგ ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

Categories

აცილება

აცილება  _  ზევითკენ გაცილება ვისიმე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია მხრების  დონეზე.

Categories

აცაბაცა

აცაბაცა  _  შეუწყობლად, არეულად, აქეთ-იქით   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია წინ და ქვევით, გაშლილი და ქვევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

აჩრდილი

აჩრდილი _  მოჩვენება, ლანდი, ანარეკლი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება საფეთქელს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღნაგობა“/“ფორმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა … Read more

Categories

აჩმა

აჩმა   _ ხაჭაპურის სახეობა   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართული მარჯვენა ხელისგული მუშტად შეკრული თითებით, ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, მარჯვენა ხელი ზედ ადევს და ტრიალით მოძრაობს მარცხენა ხელისგულზე, ბოლო ფაზაში გაშლილი და ზედა ფალანგებში მოხრილი თითებით ხელისგულები მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელის თითები ზედ ადევს მარცხენა ხელის თითებს, ხდება პოზიციათა მონაცველობა. ჟესტი … Read more

Categories

აჩემება

აჩემება  _  აჟინება, ახირება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარჯვენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია  მარცსნივ, მარცხენა ხელისგული იმავე კონფიგურაციით მიმართულია სხეულისკენ და ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით და ხელი ზედ ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აშენება

აშენება  _  აგება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები მიმართულია ქვევით და ერთმანეთისკენ, გაშლილია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით, თითები ერთმანეთს მსუბუქად ეხება მოძრაობისას. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.  

Categories

აყრილი

აყრილი _  რაც აყარეს ან აიყარა, ზევით აგდებული, აშლილი, ანგრეული, ამოგდებული,  თავისი ადგილსამყოფლიდან დაძრული, სხვა ადგილზე გადაყვანილი   რთული ჟესტის  პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აყრა“ _ ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული … Read more

Categories

აყრა

აყრა _ ზევით აგდება, არევ-დარევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ზევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აყოლა

აყოლა  _  სხვისი ზეგავლენის ქვეშ მოქცევა და მოქმედება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „ყური“_ მარჯვენა ხელისგული მიმართულია წინ, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, ხელი მიდებულია ყურთან; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური  სიტყვა-ჟესტი „აყოლა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ და ზევით … Read more

Categories

აყოლა

აყოლა _  ზევით ასვლა ვინმესთან  ან რამესთან ერთად, ადევნება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ხელები წინ და ზევით მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.  

Categories

აყირავება

აყირავება _  ყირაზე დაყენება, ამოტრიალება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, სრულდება პოზიციათა მონაცვლეობის მოძრაობა რკალური ტრაექტორიით: ქვევით განთავსებული მარჯვენა ხელი ზევით განთავსდება, ხოლო ზემოთ მყოფი მარცხენა ხელი ქვევით გადაადგილდება. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აღძვრა

აღძვრა _ ამოძრავება, ამოქმედება, გამოწვევა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, მარცხენა ხელის ქვეშ განთავსებული მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით მიმართულია ზევით, მარჯვენა ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ზევით და ხელი და ზემოდან ედება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories