აჩრდილი

33

აჩრდილი _  მოჩვენება, ლანდი, ანარეკლი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, სტატიკური სიტყვა-ჟესტი „შავი“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით ხელი ეხება საფეთქელს;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „აღნაგობა“/“ფორმა“ _ წინ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართულია ცერები, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტებად, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის  დონეზე.