ბადრიჯანი

ბადრიჯანი  _  ერთწლოვანი ფართოფოთლებიანი ბოსტნეული მცენარე, ისხამს  მუქ იასამნისფერ მოგრძო ნაყოფს   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _  მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბადე

ბადე _  ძაფის, თოკის ან მავთულის გამოყენებით სხვადასხვა დანიშნულების ფარჩხატად ნაქსოვი   ორხელიანი, სიმეტრიული დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით მიმართული თითებით, მარცხენა ხელის თითები ზედ ედება მარჯვენას, სრულდება მოძრაობა სხეულისკენ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

აჯიკა

აჯიკა  _  დაფქული წიწაკა სხვადასხვა სანელებლით შემზადებული   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მწარე“  _ სახისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი თითების რხევით;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „საწებელი“ _ ზევით მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი თითებით, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს და სხეულისკენ მოძრაობს რკალური … Read more

Categories

აჯაფსანდალი

აჯაფსანდალი  _ პომიდვრის, ბადრიჯნისა და კარტოფილისაგან მომზადებული შეჭამანდი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბადრიჯანი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, სრულდება რკალური ტრაექტორიის განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, შემდეგ ფაზაში ცერები ეხება გაშლილი თითების წვერებს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, … Read more

Categories

აჯანყება

აჯანყება  _  ამბოხება, მასობრივი შეიარაღებული გამოსვლა ვისიმე ან რისამე წინააღმდეგ   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ახსნა

ახსნა _  რამის რაობის გაგება, გარკვევა, გამოცნობა, განმარტება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები, შუა და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები გაშლილია, ბოლო ფაზაში თითები ფართოდაა გაშლილი. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

ახლოს

ახლოს  _ მცირე მანძილის დაშორებით, იქვე, სიახლოვეს, მახლობლად   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ახლომახლო

ახლომახლო  _ ახლო, მახლობლად მყოფი, მახლობელი   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირის წვერს, შემდეგ ფაზაში ქვევით მიმართულია ხელისგული იმავე კონფიგურაციით და ხელი წინ მოძრაობს. ჟესტი წარმოდგენილია სახისა … Read more

Categories

ახლობელი

ახლობელი _ ნათესაური ან მეგობრული ურთიერთობით დაკავშირებული, მოკეთე, მოყვარე, სულიერად ახლო მყოფი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ადამიანი“_ ხელისგული მიმართულია წინ, გაშლილი ცერით და საჩვენებელი თითით ღია წრეა გამოსახული, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, სრულდება მოძრაობა ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი „ახლოს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული … Read more

Categories

ახლახანს

ახლახანს / ახლახან  _ ახლო წარსულში, ეს-ეს არის, დიდი ხანი არ არის, რაც…   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით … Read more

Categories

ახლანდელი

ახლანდელი  _  ახლა მყოფი, ამჟამად არსებული, აწინდელი, ამჟამინდელი, თანამედროვე   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“_ სხეულისკენ და ზევით მიმართულია ხელისგულები ზევით მიმართული, გაშლილი თითებით, ხელები ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დრო“ _ ნიკაპზე მიდებულია ცერი, ფართოდ გაშლილი თითების რხევით ხელისგული მიმართულია მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის დონეზე.

Categories

ახლავე

ახლავე _  ამ წუთშივე, დაუყოვნებლივ, თქმისთანავე, ძალიან მალე, სწრაფად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „მალე“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები, გაშლილია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები … Read more

Categories

ახია

ახია/ახია  _  სამართლიანი, კუთვნილი, ჯეროვანი / სამართლიანია! ეგრე უნდა! ეგრე ეკუთვნის! ღირსია იმისა, რაც მოუვიდა!   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ახლოს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა, წინ მიმართულია … Read more

Categories

ახდენილი

ახდენილი  _ აცხადებული, შესრულებული, რაც ახდა, რაც აუხდათ   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შესრულება“/’ახდენა“ _ გაშლილი და წინ მიმართული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარჯვენა ხელისგულს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „უკვე“ _ სხეულისკენ მიმართულია … Read more

Categories

ახდენა

ახდენა  _  აცხადება, შესრულება   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, გაშლილი და წინ მიმართული, ერთმანეთთან შეტყუპებული თითებით მარჯვენა ხელისგული მიმართულია მარცხნივ, იმავე კონფიგურაციით მარჯვენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარცხენა ხელი წინ მოძრაობს და ეხება მარჯვენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.    

Categories