ახლახანს

59

ახლახანს / ახლახან  _ ახლო წარსულში, ეს-ეს არის, დიდი ხანი არ არის, რაც…

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „დღეს“ _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ზევით აღმართულია ცერი და ნეკი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელი ქვევით ეშვება სინქრონულად; ჟესტის მეორე ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ფორმა _ სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილი და ზევით აღმართულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები კრავენ მუშტს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა წინ და უკან, საჩვენებელი თითი ეხება ცხვირის წვერს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდისა და სახის  დონეზე.