ბარათი

ბარათი _  პატარა ზომის ოფიციალური ფურცელი (კარტა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა ქვევით, ბოლო ფაზაში ხელისგული ქვევითაა მიმართული. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბანკი

ბანკი  _  მსხვილი ფინანსური დაწესებულება, სადაც ხდება ფულადი სახსრების თავმოყრა და ფინანსური ოპერაციების წარმოება   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“ _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ხელისგულები ქვევითაა მიმართული და ერთმანეთის პარალელურად გაშლილია … Read more

Categories

ბანდიტი

ბანდიტი  _ ავაზაკი, ყაჩაღი, შეიარაღებული მძარცველი, ბანდის მონაწილე     ორხელიანი, სიმეტრიული ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და წინ მიმართულია საჩვენებელი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სრულდება რკალური ტრაექტორიის სინქრონული მოძრაობა წინ. ჟესტი წარმოდგენილია წელის დონეზე.

Categories

ბანდა

ბანდა  _   დამნაშავეთა დაჯგუფება   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ხელისგულები ერთმანეთისკენაა მიმართული გაშლილი და წრიულად მოხრილი თითებით, ზემოთ განთავსებული ცერებით, ხელები ერთმანეთისკენ მოძრაობს. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.    

Categories

ბანაობა

ბანაობა _  ტანის დაბანა   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, მუშტად შეკრული თითებით სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები, ორივე ხელით სრულდება სინქრონული მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელები მსუბუქად ეხება სხეულს. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე  

Categories

ბანაობა

ბანაობა  _ ცურვა, ჭყუმპალაობა      ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ქვევით დაშვებული თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბანაკი

ბანაკი  _ ღია ცის ქვეშ გამართული დროებითი სადგომი   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი _ ხელისგული მიმართულია  სხეულისკენ და ზევით, წრიულად მოხრილი თითებით გამოსახულია ღია წრე, სრულდება განმეორებითი მოძრაობა ზევით-ქვევით და ხელი ეხება მკერდს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „კარავი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, თითები ერთმენეთს წვერებით ეხება, ორივე … Read more

Categories

ბამბა

ბამბა  _  ერთწლოვანი ბალახ-მცენარე და მის ნაყოფში გამოხვეული თეთრი ბოჭკო, რომელსაც სათანადო დამუშავების შემდეგ იყენებენ საფეიქრო მრეწველობაში, მედიცინაში და სხვ.   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ერთმანეთისკენ მიმართული თითებით, თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, ორივე ხელით სრულდება განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გადაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ, ბოლო  ფაზაში ცერები წვერებით ეხება გაშლილ … Read more

Categories

ბალიში

ბალიში  _  ბუმბულით ან სხვა რბილი მასალით გავსებული ოთხკუთხა ფორმის თავქვეშ სადები   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.  

Categories

ბალი

ბალი  _  ვარდისებრთა ოჯახის საშუალო სიმაღლის ხეხილი, აქვს მსხვილი დახრილი ფოთოლი, თეთრი ყვავილი და კურკიანი წვრილი ნაყოფი   ერთხელიანი, დინამიკური, იკონური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ყურთან განთავსებული მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია საჩვენებლი და შუა თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება მოძრაობა ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.  

Categories

ბალახი

ბალახი _  მწვანეღეროიანი ერთწლოვანი (ან მრავალწლოვანი) მცენარე   ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, ხელისგულები ერთმანეთს ეხება და სრულდება განმეორებადი, მონაცვლეობითი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია  მკერდის დონეზე.  

Categories

ბაკი

ბაკი  _    ავზი,  დახურული ჭურჭელი სითხის შესანახად   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „წყალი“ _ ქვევით მიმართულია სახის წინ განთავსებული ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული თითებით, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური ფორმა _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები, წრიულად მოხრილი თითებით და … Read more

Categories

ბაზარი

ბაზარი  _   სურსათ-სანოვაგისა და ფართო მოხმარების საგნებით ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილი (ჩვეულებისამებრ, მოედანი)   ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და წინ მიმართული თითებით, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა განთავსებული, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა და მარჯვენა ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს. ჟესტი  წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

Categories

ბაზა

ბაზა _   საფუძველი, საყრდენი, თავმოსაყრელი ან დასაყრდენი პუნქტი რაიმე მოქმედებისათვის   ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბანკი“ _ ხელისგულები გაშლილი თითებით ქვევითაა მიმართული ერთმანეთის პარალელურად, მარჯვენა ხელი მარცხენას ზემოთაა, მარჯვენა ხელით სრულდება მოძრაობა ქვევით და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულის ზურგს; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „შემოღობილი“_ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ზევით … Read more

Categories

ბავშვი

ბავშვი _   ადამიანის შვილი დაბადებიდან ყრმობამდე (ორივე სქესისა)   ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული, გაშლილია ნეკი და საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ხელი ტრიალებს მაჯაში, სრულდება რკალური ტრაექტორიის განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტიწარმოდგენილია მხრების დონეზე.

Categories