ბორკილი

031

ბორკილი  _ ჯაჭვით შეერთებული რკინის რგოლები, რომელთაც ხელებზე ან ფეხებზე ადებდნენ შეპყრობილ მძიმე დამნაშავეებს ან მონებს

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური, იკონური ჟესტი, გაშლილი და  ფალანგებში მოხრილი თითებით მარცხენა ხელისგული მიმართულია ქვევით, მარჯვენა ხელისგულიც მიმართულია ქვევით, ცერი და საჩვენებელი თითი შემოჭდობილია მარცხენა მაჯაზე, დანარჩენი თითები გაშლილია, ხდება ხელების პოზიციათა და კონფიგურაციათა მონაცვლეობა. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბულიონი

029

ბულიონი  _ ხორცის ნახარში,  წვნიანი

 

 

ერთხელიანი, დინამიკური, პანტომიმური ჟესტი, ხელისგული მიმართულია სახისკენ, ცერი ეხება გაშლილი თითების წვერებს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა ზევით-ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

კატეგორია:

ბუ

028

ბუ   _  ღამის მტაცებელი ფრინველი, აქვს დიდი თავი და დიდრონი თვალები, მოგრძო, მოკაუჭებული ნისკარტი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური, იკონური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, საჩვენებელი და ცერი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება თვალების გარშემო, დანარჩენი თითები გაშლილია და ზევით აღმართული. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

კატეგორია:

ბლანკი

027

ბლანკი  _  1.ქაღალდის ფურცელი, რომლის თავზეც დაბეჭდილია დაწესებულების ან ფირმის რეკვიზიტები; 2. ნაბეჭდი ფურცელი (ტრაფარეტი), რომლის ცარიელ ადგილებს ავსებენ სათანადო ჩანაწერებით

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური, იკონური სიტყვა-ჟესტი „ფურცელი“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ერთმანეთთან ახლოს განთავსებული ხელისგულები, საჩვენებელი თითები ერთმანეთს წვერებით ეხება, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება ჯერ განსვლითი, შემდეგ კი ქვევით მიმართული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ბეჭედი“ / „ემბლემა“ _ მარჯვნივ მიმართულია მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული  თითებით, მარცხნივ მიმართულია მარჯვენა ხელისგული გაშლილი და მარცხნივ მიმართული, ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, მარჯვენა ხელით სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარცხნივ და ხელი ეხება მარცხენა ხელისგულს. ჟესტი წარმოდგენილია  მხრებისა და მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბიძგი

026

ბიძგი  _  ხელის ან მხრის კვრა, იმპულსი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, წინ მიმართულია ხელისგული, ცერი ეხება საჩვებენელი თითის წვერს, დანარჩენი თითები გაშლილია, სრულდება რკალური ტრაექტორიის მოძრაობა მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბეცი

025

ბეცი _  სუსტი მხედველობის მქონე, ახლომხედველი, ცუდად მხედველი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, სხეულისკენ მიმართულია ხელისგული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით, ხელი ეხება თვალს, სრულდება განმეორებადი მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ. ჟესტი წარმოდგენილია სახის დონეზე.

 

 

კატეგორია:

ბელი

024

ბელი  _ დათვის ნაშიერი

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები ფართოდ გაშლილი და ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითებით, ორივე ხელით სრულდება განმეორებადი, წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული, გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბე

023

ბე _   თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  _ ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ _ ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან და დანარჩები თითები ზემოდან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბატკანი

022

ბატკანი  _   ცხვრის ნაშიერი ექვს თვემდე

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, დინამიკური, იკონური  სიტყვა-ჟესტი „ცხვარი“ _ ხელისგულები მიმართულია ქვევით, გაშლილი და თავისკენ მიმართულია საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები კრავენ მუშტებს, ორივე ხელით სინქრონულად სრულდება განმეორებითი, წრიული მოძრაობა;  ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ _ ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში ერთად მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება სახისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბარათი

021

ბარათი  _ წერილი,  პატარა ზომის ფურცელი

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ერთმანთისკენ მიმართულია ხელისგულები, გაშლილი და ფალანგებში მოხრილია ცერი და საჩვენებელი თითები, დანარჩენი თითები ჩაკეცილია, სრულდება განმეორებითი განსვლითი მოძრაობა: მარჯვენა ხელი მარჯვნივ გაადგილდება, მარცხენა _ მარცხნივ.  ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

კატეგორია:

ბაჟე

020

ბაჟე  _   უმად შეკმაზული ნიგვზისა და ნივრის საწებელი

 

ერთხელიანი, დინამიკური ჟესტი, ხელისგული მიმართულია მარჯვნივ, არათითი და შუათითი ეხება ლოყას, დანარჩენი თითები გაშლილია, მომდევნო ფაზაში მუშტად შეკრულია თითები, ბოლო ფაზაში ხელისგული მიმართულია ზევით, გაშლილი და ზევით მიმართულია ფალანგებში ოდნავ მოხრილი თითები. ჟესტი წარმოდგენილია სახის, მხრებისა და მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბელი

1.2

ბელი   დათვის ნაშიერი

 

ორხელიანი სიმეტრიული დინამიკური ჟესტის პირველი ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ცხოველი“ / „დათვი“ – ქვევით და სხეულისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და  ოდნავ მოხრილი თითებით, სრულდება განმეორებადი წრიული მოძრაობა; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, სიმეტრიული, სტატიკური  სიტყვა-ჟესტი „პატარა“ – ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები ერთმანეთთან შეტყუპებული გაშლილი და ფალანგებში მოხრილი თითებით. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

ბე

1.1

ბე    თანხის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად

 

ორნაწილიანი ჟესტის პირველი ნაწილია ერთხელიანი, დინამიკური სიტყვა-ჟესტი „ფული“  – ხელისგული ზევითაა მიმართული, მარჯვენა საჩვენებელი და შუა თითების წვერებს განმეორებითი მოძრაობით ეხება ცერი; ჟესტის მეორე ნაწილია ორხელიანი, ასიმეტრიული სიტყვა-ჟესტი „ლომბარდი“ – ქვევით მიმართულია ხელისგულები გაშლილი თითებით, მარცხენა ხელის თითები მარჯვენა ხელის თითებს ეკვრის, ცერი ქვემოდან და დანარჩები თითები ზემოდან. ჟესტი სრულდება მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გაღრმავება

2

გაღრმავება  1. სიღრმის მომატება, ღრმად გახდომა;  2.  გაზრდა, გაძლიერება, გაფართოება

 

ორხელიანი, ასიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, ქვევით მიმართულია მარჯვენა ხელისგული, გაშლილი და ქვევით დაშვებულია საჩვენებელი თითი, დანარჩენი თითები შეკრულია მუშტად, მარცხენა ხელისგული გაშლილი და ზევით აღმართული თითებით და მოხრილი მუჭით მიმართულია მარჯვნივ, მარჯვენა ხელი მოძრაობს წინ და ქვევით. ჟესტი წარმოდგენილია მკერდის დონეზე.

 

კატეგორია:

გამხიარულება

2

გამხიარულება    მხიარულ ხასიათზე დადგომა, გუნება-განწყობის გაუმჯობესება

 

ორხელიანი, სიმეტრიული, დინამიკური ჟესტი, იდაყვში მოხრილია ხელები, მხრების დონეზე ერთმანეთისკენ მიმართულია ხელისგულები გაშლილი და ზევით აღმართული თითებით, მარჯვენა ხელი სახესთან ახლოსაა განთავსებული, მარცხენა კი წინ არის გამოწეული, სრულდება ხელების მონაცვლეობითი მოძრაობა წინ და უკან. ჟესტი წარმოდგენილია მხრების დონეზე.

კატეგორია: